Tuesday, July 14, 2015

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის საპილოტე სკოლების დირექტორთა შემაჯამებელი კონფერენცია

2015 წლის 9 ივლისს თბილისის მასწავლებელთა სახლში გაიმართა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის საპილოტე სკოლათა დირექტორების შემაჯამებელი კონფერენცია.
აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის გეგუთის N1 საჯარო სკოლას გადაეცა ფასიანი საჩუქარი (ნეთბუქი) და სერთიფიკატი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაცია აღნიშნული კონფერენციის შესახებ

Friday, June 12, 2015

მხიარული სტარტები


2014-2015 სასწავლო წლის დასრულება გეგუთის N1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, მათმა მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა, სკოლის დირექციასთან ერთად ,,მხიარული სტარტებით" აღნიშნეს.
საინტერესო და სახალისო დღე გამოვიდა!


Monday, June 8, 2015

 2015 წლის 8 ივნისი-გეგუთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა კონკურსში ,,ვკითხულობთ ერთად!,,








Monday, June 1, 2015

ბავშვთა დაცვისა და წიგნიერების დღე გეგუთის N1 საჯარო სკოლაში

2015 წლის 1 ივნისს , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სასწავლო ჯგუფის ინიციატივით სკოლის ეზოში გაიმართა ბავშვთა დაცვისა და წიგნიერების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დაწყებითი საფეხურის თითოეულმა კლასმა წარმოადგინა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში (G-Pried) გაცნობილი საბავშვო მწერლების შემოქმედება. 
გეგუთის N1 საჯარო სკოლამ 1 ივნისი წიგნიერების დღედ გამოაცხადა და ყოველ წელს მრავალფეროვან აქტივობებს დაგეგმავს წიგნისადმი სიყვარულის განსამტკიცებლად.