მოსწავლეთა ნამუშევრები

2014-2015  სასწავლო წელი
მეხუთე კლასი



























მეხუთე  კლასი
პროექტ-გაკვეთილი --
,ჩემი გმირი წინაპარი"
300 არაგველი

XII კლასის მოსწავლის გერა სვანაძის პროექტი ,,სიბრძნის სიმფონია"
/ითვალისწინებს სკოლის დერეფანში ცნობილ ადამიანთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობებისა  და გამონათქვამების გამოფენას/

მოძიებული მასალა

სიბრძნის სიმფონია








აქტივობა ,,კითხვის დრო"







V კლასი












2014 წელი 17 აპრილი:
თემა : ვაჟა-ფშაველა ,,სტუმარ-მასპინძელი"
პრესკონფერენციის ფორმატი

N1
პროექტის პრეზენტაცია 
ინტეგრირებული საკლასო პროექტი გეგუთის შესახებ

N2
საკლასო პრეზენტაცია თემაზე : ,,ვეფხისტყაოსნის " ავტორი
N3
მეთერთმეტე კლასის მოსწავლის თამარ ბოდოკიას მიერ მოპოვებული
დამატებითი ინფორმაცია თემაზე ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“

 ბეთანიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.)


ბეთანიის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს გარდაბნის რაიონში, ვერეს ტყიან ხეობაში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კმ მანძილზე.

მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმიდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებულია. რესტავრირებულია XIX საუკუნის ბოლოს.

ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების – ორბელიანების – საგვარეულო საძვალეს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. 1851 წელს ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო.

ბეთანია
ტაძრის შიდა მოხატულობა საოცარი ფრესკებითა და ჩუქურთმებით გამოირჩევა. ის ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის – XII-XIII საუკუნის მიჯნის – გამორჩეული ნიმუშია. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო “ვედრების” კომპოზიცია. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები. საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთ კედლის მხატვრობა მაცხოვრის ვნებებზე მოგვითხრობს, სამხრეთის კედლისა-ძველი აღთქმის სცენებს წარმოგვიდგენს. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასავლეთი კედელი განკითხვის დღის ამსახველ კომპოზიციას ეჭირა. თამარის ფრესკამოხატულობა შესრულებულია თამარ მეფის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყრდედ გამოცხადების ხანაში. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია გიორგი III, წმიდა თამარ მეფე და ლაშა-გიორგი. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი სამი ფრესკიდან. თამარის ფრესკის გამოჩენა მხატვარ გ.გაგარინის სახელს უკავშირდება, მან ტაძრის ჩამონგრეული ქვების გასუფთავებისას გამოაჩინა მეფის ფრესკა

ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია.
XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა. მონასტერი ცოტა ხნით დაცარიელდა, თუმცა 1978 წელს, უწმიდესმა და უნატარესმა ილია მეორემ, (კომუნისტობის ჟამს) ხელისუფლებისგან გამოითხოვა ნებართვა, რათა მონასტერი აღდგენილიყო. მართლაც, მონასტერი მოქმედი გახდა. ის მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

N4
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი:XI                                                თარიღი: 25/09/2013 წელი
 ავტორი: თამარ ბოდოკია
                                     ურყევი პოზიცია
                             "ვაჰ, დრონი,დრონი"-ის მიხედვით
    ვერც დრო, ვერც სამშობლოს უბედობის განცდა, ვერც თანამოძმეთა უღირსობა ვეერ გატეხს და ვერ აიძულებს ურყევ პოზიციაზე მდგარ ადამიანებს, გამოიცვალონ და შეეგუონ ახალ რეალობას. ალ. ჭავჭავაძის
ურყევ პოზიცია კი  ლექსში "ვაჰ, დრონი,დრონი" გამოიხატება მის სიტყვებში:
 "არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!"
(რომლითაც დაგვანახებს)   აღნიშნულ სტრიქონებში   კარგად ჩანს ლირიკული გმირის ურყევი პოზიცია და  დროის სვლის მიხედავად, მისი შეუცვლელობა.  თვითმყოფადობის შენარჩუნება და  შეურყევლად  მარადიული იგივეობის დამკვიდრება დიდ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანისგან. ეს ალბათ ადვილი საქმე არ არის.  ლექსში ცხადად არის გადმოცემული, რომ ლირიკული გმირი დარჩება ისეთი, როგორიც თავიდან იყო. ის არ მიჰყვება ცხოვრების დინებას, არ ემორჩილება ბედის უკუღმართობას და ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს საკუთარი "მე"-ს უნიკალურობა...
         ავტორი ლექსს "ვაჰ, დრონი, დრონი" სამშობლოს სიყვარულზე წერს. თავისუფალი და გამთლიანებული საქართველოს ნოსტალგია პოეტს უდიდეს გასაჭირში აგდებს, კიდევ უფრო აძულებს აწმყოს---დროს, რომელმაც მას ბედნიერება წაართვა,  მაგრამ როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი იმედს არ კარგავს იმისას, რომ ყველაფერი კარგად იქნება .იგი ხომ  უიმედოდ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს.

      ასევე ურყევი პოზიცია გამოიჩინა აბო თბილელმა, როდესაც ქრისტიანობისთვის ეწამა, ან შუშანიკმა  ან ქეთევან დედოფალმა. რამდენი გმირი ახსოვს საქართველოს ისტორიას  სამშობლოსთვის თავდადებული  თუნდაც დემეტრე თავდადებული ან ცოტნე დადიანი, მათი პოციზია ხომ ნათელი და ურყევი იყო
.
სამშობლოს პატრიოტს , რწმენის ერთგულება მართებს. იგი ჟამთა ცვლას არ უნდა დაემორჩილოს, ფერი არ უნდა შეიცვალოს, გული არ გაიტეხოს. იცხოვროს მომავლის იმედით, თუნდაც საქართველოსგან მოშორებით. ყველაფერს მედგრად და ურყევად შეხვდეს დარჩეს ისევ ისეთივე როგორიც იყო...

N5

მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ლერი დათიაშვილის სტატია, რომელიც დაიბეჭდა  გაზეთში ,,წყალტუბო". კონკურსში გამარჯვებული მხარდაჭერილი იქნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება   ორგანიზაცია PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით 


დრო წინ მიდის, წიგნიერება --უკან

       მოგესალმებით, მე ვარ ლერი დათიაშვილი და დღეს მსურს ვისაუბრო ძალზე  მნიშვნელოვან თემაზე: ზოგადი ცოდნის სრულ  უქონლობაზე.
     ხალხნო არ გეწყინოთ, მაგრამ  თანატოლი ,  რომელთანაც ზოგად თემებზე საუბარია შესაძლებელი ,  თითქმის არ მოიპოვება. ეს გამოწვეულია იმით,  რომ ხალხმა გადაიყვარა წიგნი და ამის მიზეზად იშველიებენ კომპიუტერის შექმნას. მართლაც ვერ ვუარყობთ, რომ კომპიუტერით დიდი ცოდნის მოპოვება არის შესაძლებელი. მაგრამ არაფერი არ არის სრულყოფილი ამ ქვეყანაზე, ჩემი თანატოლების 99% მას სოციალური ქსელებისთვის და ვიდეო თამაშებისთვის იყენებს.
  წიგნი არის ცოდნის უდიდესი წყარო, რომელშიც ყურადღება არაფერზე გაგეფანტება. მე პირადად არცთუ ერთი წიგნი წამიკითხავს და არასოდეს დავრჩენილვარ იმედგაცრუებული
მე წიგნმა მომცა ის ცოდნა, რომლის წყალობით ერთი-ორი ნაბიჯი წინ გადავდგი
მე მსურს ბავშვებმა იკითხონ წიგნები და გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა. ამ ცოდნით ჩვენ შევძლებთ სიკეთე მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა  მხოლოდ ერთი, ძალზედ მარტივი რამ,  რომ ყველა სოფელსა თუ ქალაქში იყოს თუნდაც ერთი,  თანამედროვე  გარემოთი და განახლებადი ახალი წიგნებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა. ეს არცთუ ისე რთულია. ამისთვის საკმარისია დავუკავშირდეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საერთაშორისო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს და ვთხოვოთ დაფინანსება, შემდეგ დადონ კონტრაქტი სტამბებთან, გამომცემლებთან, წიგნის სახლებთან...
       მე მსურს რომ ჩემს სოფელშიც იყოს ისეთი ბიბლიოთეკა, რომელზეც ვოცნებობ. მართალია გეგუთის კულტურის სახლში  განთავსებულია სოფლის ბიბლიოთეკა, მაგრამ ვინც იქ ყოფილა, ალბათ დამეთანხმება, რომ პირველი განცდა რაც იქ მისულს გეუფლება ის არის, რომ კულტურის სახლის კედლები თავზე არ ჩამოგენგრეს.... ძველი წიგნების გაფერმკრთალებული ფურცლები უფრო შეცოდებას იწვევს, ვიდრე წიგნის კითხვისადმი სწრაფვას. დღეს, როცა ათასფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული საინტერესო წიგნები მხოლოდ დახლებზეა და ერთეულ ადამიანებს აქვთ მათი შეძენის შესაძლებლობა, გული გწყდება , რომ  შენთვის მიუწვდომელი რჩება ახალი წიგნები.
     წარმოიდგინეთ, რომ სოფელ გეგუთში, სოფლის ცენტრში მდებარეობდეს  ბიბლიოთეკა,  თანამედროვე ავეჯით, გემოვნებით შექმნილი სამკითხველო დარბაზით, ჩვეულებრივი და ელექტრონული წიგნებით, რამდენიმე კომპიუტერით აღჭურვილი და სადისკუსიო დარბაზით. მერწმუნეთ , რომ ყოველთვის სავსე იქნება ბიბლიოთეკა არა მარტო მოსწავლეებით.... აქ ალბათ ხშირად გაიმართებოდა ლიტერატურული საღამოები, პოეზიის დღეები, ახალი წიგნების პრეზენტაციები და ა.შ. მაგრამ ეს მართლა ჩვენი სოფლის ახალგაზრდების  აუსრულებელი ოცნებაა, რადგან ჩვენ უპირველესად სკოლის შენობის  რეაბილიტაციისთვის ვოცნებობთ უკვე მრავალი წელია--ეს ალბათ ცალკე თემაა, რომელზე საუბარიც მართლაც რომ შორს წაგვიყვანს....

         წიგნიერების ამაღლების მოლოდინში და ღრმა პატივიცემით,
ლერი დათიაშვილი
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე  კლასის მოსწავლე
2013 წელი

N6
2013-2014 სასწავლო წელს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასში საფუძველი ჩაეყარა ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას. ჟურნალში ,,კალამი" იბეჭდება შემოქმედ მოსწავლეთა ნამუშევრები.  ჟურნალი  იბეჭდება  კვირაში ერთხელ....

N7

მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია
გაკვეთილის თემა: ,,ვეფხისტყაოსნის" ავტორი;  წიგნის გამოცემათა და ილუსტრაციათა შესახებ





N8
მეექვსე კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები საკლასო პროექტის ,,ჩემი  გმირი წინაპარი" ფარგლებში


N9
2012 წელი
მეექვსე კლასის მოსწავლეების ნინო გაგოშიძისა და მარიამ კვინიხიძის პრეზენტაცია თემაზე: ,,ვაჟა-ფშაველა"
,,მოგონებები მამაზე"(გულქან რაზიკაშვილი)

N10
2011 წელი
XII კლასი; გაკვეთილის თემა: ვაჟა-ფშაველას ,,მოგონება"




N11

2012 წელი
თემა: ვალერიან გაფრინდაშვილის ,,პროვინციალური გაზაფხული"







N12
2011 წელი
IX კლასი; თემა: რიჩარდ ბახის ,,თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი"

გაკვეთილის გეგმა







N13

2012 წელი... XII კლასი;
გაკვეთილის თემა: ვ.კოტეტიშვილი ,,აზიისაკენ" 

გაკვეთილის გეგმა



N14


2013 წელი ; მეათე კლასი...
გაკვეთილის თემა : შ.რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი"
გაკვეთილი ჩატარდა წერის მეთოდის ,,R.A.F.T." გამოყენებით. მოსწავლეებმა შეძლეს გაეთავისებინათ პერსონაჟთა განცდები და თემაზე ,,წერილი ჩემს მონატრებულ  მიჯნურს"  საინტერესოდ იმუშავეს


 
N15
2011 წელი 
XI კლასი : თემა: გურამ დოჩანაშვილის ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

N16
2012 წელი 
X კლასი; თემა: ,,იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამება"

N17
2011 წელი
XII კლასი; თემა: ოთარ ჭილაძის ,,ყოველმან ჩემმან მპოველმან"
                                                                             N18

2012 წელი
X კლასი; თემა: ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი"




N19
2012 წელი
XII კლასი; თემა; ბელ კაუფმანის ,,წერილი ჩემს განსვენებულ მასწავლებელს"






No comments:

Post a Comment