კვლევა...


საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ




2014-2015 სასწავლო წელი
მეხუთე კლასის მოსწავლეთა  შესაძლებლობები კითხვის უნარის შეფასების მიზნით. 
დიაგნოსტიკური ტესტირების კონკრეტული მიზანი: მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გაგება -გააზრების უნარი
სკრინინგი --2014 წლის 5 ოქტომბერი
დიაგნოსტიკური ტესტირება --18-19 თებერვალი

სკრინინგი -5.10.2014 წელი
ტესტირების /N1 და N2/ შედეგების შედარება

2015 წლის 17-18 თებერვალი
დიაგნოსტიკური ტესტირება მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების  გაგება-- გააზრების უნარის შეფასების მიზნით

დიაგნოსტიკური ტექტირების შედეგები 17.02.2015 წელი

ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტი 17.02.2015 წელი



კვლევა
,,რამდენად ხშირია ჩვენს მეტყველებაში იმერიზმები და ბარბარიზმები"
kვლევის პერიოდი: 2014 წლის 17 -25 დეკემბერი
ხელმძღვანელი: მაია მამისეიშვილი -- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
     მიზნობრივი ჯგუფი : მეხუთე კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები,
      მასწავლებლები
კ   კვლევის პერიოდი --10 დღე
    პრობლემის აღწერა:   
     მოსწავლეთა  მეტყველებაზე დიდ გავლენას ახდენს  გარშემომყოფთა საუბარი           და ხშირად,  მათ მეტყველებაში გავრცელებული ბარბარიზმები და იმერიზმები          სალიტერატურო ნორმად მიაჩნიათ, რაც ნაკლებად აუმჯობესებს მათი                მმეტყველების კულტურას და საუბარში  სალიტერატურო ნორმების დაცვას
კვლევის მიზანი :
1.    დააინტერესოს მოსწავლეები, დაკვირვების საფუძველზე თვითონვე გამოავლინონ სხვათა საუბარში ბარბარიზმები და იმერიზმები
2.    მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის შეგროვება და დახარიხება
3.    მოსწავლეებმა   გაათვიცნობიერონ ბარბარიზმებისა და იმერიზმების მნიშვნელობა და დაადგინონ  კვლევის შედეგად  გამოვლენილი სიტყვების შესაბამისი სალიტერატურო ფორმები
4.    შექმნან საინფორმაციო ბუკლეტი და იზრუნონ სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვაზე
საგნობრივი სტანდარტი:
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
ქართ. V. 3. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების  აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ. V. 14. მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა და ფუნქციური სტილის არჩევა.

პროექტის აღწერა
 ნაბიჯი N1
მეხუთე კლასის მოსწავლეები აკვირდებიან თანატოლთა, ოჯახის წევრთა და მასწავლებელთა მეტყველებას. ერთი კვირის მანძილზე აგროვებენ ინფორმაციას  ბარბარიზმებისა და იმერიზმების  საუბარში გამოვლენის შესახებ.  მონაცემებს იწერენ სპეციალურ რვეულში
ნაბიჯი N2
2.1. შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები ახარისხებენ ინფორმაციას შემდეგი მოცემულობის მიხედვით:
ა) ზმნები; ბ) სახელები; გ) სხვა მეტყველების ნაწილები
2.2. კვლევის პრეზენტაცია
ნაბიჯი N3
  საინფორმაციო   ბუკლეტის შედგენა  და გავრცელება

მოსალოდნელი შედეგები:
1.    მოსწავლეები დაინტერესდებიან და დაკვირვების საფუძველზე თვითონვე გამოავლენენ  სხვათა საუბარში ბარბარიზმებს და იმერიზმებს
2.    მოსწავლეები  შეძლებენ ინფორმაციის შეგროვებას  და დახარიხებას
3.    მოსწავლეებმა   გაათვიცნობიერებენ ბარბარიზმებისა და იმერიზმების მნიშვნელობას და  იზრუნებენ   გამოვლენილი სიტყვების შესაბამისი სალიტერატურო ფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე
4.    შექმნიან საინფორმაციო ბუკლეტს  და  მეტად იზრუნებენ სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვაზე
მნიშვნელოვანია:
1. კვლევაში ყველა მოსწავლის ჩართულობა
2. კვლევის საკითხით   სხვათა დაინტერესება
3. ზრუნვა სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვაზე

შენიშვნა: მასწავლებლის პორთფოლიოში ინახება მოსწავლეთა მიერ აღრიცხული სიტყვების ჩანაწერები. ყველა სიტყვა მათ მიერ იქნა ჩანიშნული ერთი კვირის მანძილზე

კვლევის შედეგები
,,რამდენად ხშირია ჩვენს მეტყველებაში იმერიზმები და ბარბარიზმები

ზმნები--60,3%
სხვა მეტყველების ნაწილები--12,7%
სახელები--27 %




N
გავრცელებული არასწორი ფორმები

შესატყვისი ფორმა
1
რაია მაი?
რა არის?
2
დეიწრიპინა
დაიწრიპინა
3
რაია?
რა არის?
4
დემეკარგა
დამეკარგა
5
ბოვშებო
ბავშვებო
6
წეიკითხე
წაიკითხე
7
ახლა რაი მოხდა?
ახლა რა მოხდა?
8
დეირეკა
დაირეკა
9
ეგი რაია
ეს რა არის?
10
ხა
აჰა
1
აქანე
აქ
2
რაფერ?
როგორ?
13
ბაღნებო
ბავშვებო
14
მევიდა
მოვიდა
15
გეიგებ
გაიგებ
16
სტორი
სწორი
17
გაჩეი
გაჩერდი
18
აბა რას ვშობი
აბა რას ვშვრები
19
დეინთო
დაინთო
20
ჩევიტან
ჩავიტან
21
მოი მოუმატოთ
მოდი, მოვუმატოთ
22
ყველეი
ყველა
23
კიდო
კიდევ
24
დეგეხმარო
დაგეხმარო
25
გედევიწერო
გადავიწერო
26
წეიქცა
წაიქცა
27
მემეცი
მომეცი
28
არ გემეგება
არ გამეგება
29
დეიწყე
დაიწყე
30
გეიმარჯვებს
გაიმარჯვებს
31
აქანეა საცხა
დაღაც აქ არის
32
დოუმატოთ
დავუმატოთ
33
დეილევა
დაილევა
34
ჩევიწერო
ჩავიწერო
35
აი გო ზეით
ადექი გოგო ზევით
36
ემაქანა
მანდ
37
დევიბენი
დავიბენი
38
ემაქანეა საცხა
მანდ არის სადღაც
39
კიდეკაი
კიდევ კარგი
40
ჩუმალეი
ჩუმალა
41
უხოვ
უხვევ
42
გულიზა
გულისთვის
43
დეიტოვა
დაიტოვა
44
მევიპარო
მოვიპარო
45
გაჩეით
გაჩერდით
46
მეტყულიი
მატყუარა
47
ბიო
ბიჭო
48
გემეგება
გამეგება
49
წევეი
წავედი
50
გაი
გადი
51
აპარაი
 აბა რა
52
ეიმან ეიღო
მან აიღო
53
იყვენ
იყვნენ
54
გეიწი
გაიწი
55
დევითვალო
დავითვალო
56
კაი
კარგი
57
ახა
ახლა
58
მაგენტან
მაგათთან
59
დაჟექი
დაჯექი
60
კიდო
კიდევ
61
წინგი
წიგნი
62
ამფერი
ასეთი
63
გო
გოგო




2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისი
,,მოლოდინები ქართული ლიტერატურის გაკვეთილებისგან"







No comments:

Post a Comment