Thursday, February 5, 2015

მრავალფეროვანი და ღირებული სასწავლო რესურსი G-Pried-ის სახელით

გეგუთის N1 საჯარო სკოლას საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში გადაეცა მრავალფეროვანი და ღირებული სასწავლო რესურსები სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.  2015 წლის 4 თებერვალს სასწავლო ჯგუფის წევრებმა მაია მამისეიშვილმა, ეკა გიგიაძემ და ნატო ლომთაძემ შეხვედრა მოაწყვეს მოსწავლეთა მშობლებთან და საჩუქრად გადასცეს პროექტის ფარგლებში მიღებული მშობელთა ჩართულობის აქტივობის კრებულები. მოსწავლეებს გადაეცათ საბავშვო გაზეთი ,,კითხვის დრო" . დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა მშობლებს ანგარიში წარუდგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ. ასევე ისაუბრეს ა/წ. 7 თებერვალს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში G-Pried-ის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციისა და მასში მონაწილეობის საკითხებზე




No comments:

Post a Comment