14 თებერვალს დაიწყო სკოლის პედაგოგთა გადამზადების ტრენინგი - პროექტ “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის” ფარგლებში. ტრენინგები მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში თბილისსა (4 ტრეინინგი) და ქუთაისში(2 ტრეინინგი).
აღნიშნული პროექტი საზეიმოდ დაიხურა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2015 წლის 25 მაისს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამართა სერთიფიკატები გადასცა პროექტში მონაწილე პედაგოგებს.
ფონდის პარტნიორები პროექტის განხორციელებაში არიან მასწავლებლის სახლი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სამართლის კლინიკა. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.პროექტის ფარგლებში შეიქმნება პროფესიული დახელოვნების ერთგვარი პლატფორმა და შერჩეულ სკოლებში პრაქტიკული სამართლის გაკვეთილების იმპლემენტაცია მოხდება. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოში საფუძველი ჩაეყრება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გრძელვადიანი მომზადების სისტემურ პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოცემული დისციპლინის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, აღნიშნული კი სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გააუმჯობესებს.
No comments:
Post a Comment